LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა „ბაზარი ორბელიანზე” გაიმართება

136
საქართველოს ბანკი

საქართველოს ბანკი მეწარმე ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას აქტიურ მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა „ბაზარი ორბელიანზე“ განახლებული ფორმატით დაბრუნდა და პროექტის ფარგლებში 17, 18 და 19 აპრილს რიგით მეორე ღონისძიება გაიმართება.

გამოფენა-გაყიდვაზე, რომელიც 12:00 საათიდან 20:00 საათამდე გაიმართება, 30-მდე მეწარმე ქალის მიერ შექმნილი პროდუქცია – საკვები პროდუქტები, ხელნაკეთი თუ საყოფაცხოვრებო ნივთები იქნება წარმოდგენილი.

ინიციატივა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ, დანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს ბანკთან და „ბაზარი ორბელიანთან“ პარტნიორობით ხორციელდება.

ინიციატივის ფარგლებში, „ბაზარი ორბელიანი“ ერთი წლის განმავლობაში, ყოველ თვე, სამი დღის განმავლობაში – პარასკევიდან კვირის ჩათვლით – სივრცეს მეწარმე ქალებს უთმობს, რათა მათ საკუთარი პროდუქცია ფართო აუდიტორიას წარუდგინონ.

„საქართველოს ბანკისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მხარი დაუჭიროს ისეთ ინიციატივებს, რომელთა მიზანი მეწარმე ქალების საქმიანობის გაფართოებაა. მოხარულები ვართ, რომ გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან და ბაზარი ორბელიანთან თანამშრომლობით, იქმნება რეალური სივრცე, სადაც მეწარმეებს შეუძლიათ საკუთარი ნამუშევრები ფართო აუდიტორიას გააცნონ, გაყიდვები გაზარდონ და საქმიანობა ახალ საფეხურზე გადაიყვანონ“, – აცხადებს ეკატერინე ჭურაძე, საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის არასაბანკო პროდუქტების განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

ბაზარი ორბელიანის მისამართია: თბილისი, ვეკუას ქუჩა, 3ა.

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g