LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტის 8 სოფელში კარანტინის რეჟიმი მოიხსნა

151
bolnisii

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ერთთვიანი კარანტინის შემდეგ, დღეიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მკაცრი საკარანტინე რეჟიმი გაუქმდა. განცხადება ამის შესახებ გასული კვირის ბოლოს მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერ მინისტრმა განაცხადა. გიორგი გახარიას თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ეპიდემიოლოგიური ვითარების ანალიზის საფუძველზე გაკეთდა.

კარანტინის რეჟიმი უქმდება ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ნახიდური, ფარიზი, ცურტავი, დაბა თამარისი, ხიდისყური, მუხრანა, ბალახაური და მწყნეთი, თუმცა ქვეყანაში არსებული საგანგებო რეჟიმის ფარგლებში დაწესებული სხვა შეზღუდვები ძალაში რჩება.

შეგახსენებთ, რომ, 17 აპრილს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრის დასრულების შემდეგ პრემიერ მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა საგანგებო განცხადება გააკეთა, სადაც განმარტა, რომ ბოლნისში ვირუსის ფართოდ გავრცელების პრევენციის მიზნით, მუნიციპალიტეტი საკარანტინე ზონად გამოცხადდა. რეგიონში ზომების გამკაცრების მიზეზად სამედიცინო პერსონალის კორონავირუსით დაინფიცირება დასახელდა.

ბოლნისი და რაჭისუბანი საკარანტინე ზონად გამოცხადდა (ვიდეო)

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g