საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული უწყებათაშორისი კომისიის შეხვედრის დასრულების შემდეგ პრემიერ მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა საგანგებო განცხადება გააკეთა. სუბარის განმარტებით, მარნეულსა და ბოლნისში არსებული რისკის და ვირუსის ფართოდ გავრცელების პრევენციის მიზნით, მუნიციპალიტეტის სხვა ქალაქებს გამოეყოფა ქალაქი ბოლნისი და სოფელი რაჭისუბანი. მისი თქმით, ადგილზე 5 ბლოკპოსტია განთავსებული და ამ დროისათვის მოქალაქეთა გადაადგილება მაქსიმალურად არის შეზღუდული.
გავრცელებული ინფორმაციით, დაინფიცირებული ბოლნისის სიონის მოძღვარია.
კორონავირუსით კიდევ ერთი სასულიერო პირი დაინფიცირდა
სოზარ სუბარი აცხადებს, რომ ბოლნისში ზომების გამკაცრების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, სამედიცინო პერსონალის კორონავირუსით დაინფიცირებაა. პრემიერის მრჩეველი აცხადებს, რომ დაიწყება მოსახლეობის სისტემატიური თერმოსქრინინგი.
მისივე თქმით, ბოლნისი არის ყველაზე დაზარალებული უბანი, ვინაიდან აქ ახალი კორონავირუსის 47 შემთხვევაა დადასტურებული.
ბოლნისის შემთხვევებიდან უმრავლესობა სასწრაფო დახმარების ბრიგადების კლასტერია
ზომების გამკაცრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს საქართველოს შს სამინისტრო. უწყების ინფორმაციით, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, ქალაქ ბოლნისსა და სოფელ რაჭისუბანში საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები ამოქმედდა.
“ქალაქ ბოლნისის და სოფელ რაჭისუბანის შესასვლელებსა და გასასვლელებში 5 დამატებითი საკონტროლო გამშვები პუნქტი მოეწყო.
საკარანტინო პირობები მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას ითვალისწინებს. პოლიცია ადმინისტრაციულ საზღვრებზე პირთა გადაადგილებას და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების შესრულებას უზრუნველყოფს. პოლიცია ადგილობრივ მოსახლეობას საკარანტინო შეზღუდვებს განუმარტავს და საჭიროების შემთხვევაში მაქსიმალურად დაეხმარება” – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, შეზღუდვებს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, 24 საათის განმავლობაში, საგანგებო რეჟიმში გააკონტროლებენ.
https://www.facebook.com/MIAofGeorgia/videos/539656836726020/