LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეიდან დაიწყო ლუსტრაციის პროცესი – მმართველმა გუნდმა უნდა განმარტოს, რატომ ახორციელებენ ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის პირდაპირ „მესიჯბოქსს“ – პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი იმპიჩმენტზე

139
გიორგი მსხილაძე

„დღეიდან დაიწყო ლუსტრაციის პროცესი, ეს დაიწყო სწორედ ამ ხელმოწერებით. ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ არჩევანს, გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი“, – ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ოთხი დღე დაიკარგა, გაქრა და შემდეგ აღმოჩნდა ისეთ ქვეყანაში, ისეთ ლიდერთან, რომელზეც თანხმობაც კი არ ჰქონდა მოთხოვნილი“ – მდინარაძე ზურაბიშვილზე

მანვე აღნიშნა, რომ დღეს პარლამენტში მისი მოსვლის მიზეზია, ენახა ხელმოწერები, რითაც მმართველი გუნდი აპირებს, საკონსტიტუციო სასამართლოს, სარჩელით მიმართოს.

„ყველამ იცის, რომ საქართველო რუსეთის ფეხქვეშ არ დადგება, ეს არის ის, რაც ერთად გვაქვს დასაცავი” - სალომე ზურაბიშვილი

„ყველამ იცის, რომ საქართველო რუსეთის ფეხქვეშ არ დადგება, ეს არის ის, რაც ერთად გვაქვს დასაცავი” - სალომე ზურაბიშვილი

„როცა ვნახავთ, რა დაწერეს სარჩელში, ამის შემდეგ გვექნება პასუხი. ლუსტრაცია დაიწყო იმის, თუ ვინ იქნება ამის მხარდამჭერი და ვინ დაუჭერს პროცესს მხარს.

ეს არჩევანი განპირობებულია ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანით, რაც განპირობებულია კონსტიტუციით. ვინც ამის წინააღმდეგი იქნება, ის იქნება ქვეყნის ევროინტეგრაციის წინააღმდეგი.

მმართველმა გუნდმა უნდა განმარტოს, რატომ ახორციელებენ ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის პირდაპირ „მესიჯბოქსს“, რომ მათ საქართველოში პრეზიდენტის აქტივობის გარდა, ყველაფერი აკმაყოფილებთ. ამ განცხადების შემდეგ რამდენიმე დღეში პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო.

ირაკლი კობახიძე – სალომე ზურაბიშვილმა აღიარებითი ჩვენება მისცა, რომ მიზანმიმართულად არღვევდა კონსტიტუციას

ყველაფერი დღესავით ნათელია, ვისაც დანახვა უნდა, დაინახავს და გაგება უნდა, გაიგებს. როცა ვნახავთ, რა დაწერეს სარჩელში, ამის შემდეგ გვექნება პასუხი“. – განაცხადა გიორგი მსხილაძემ.

ცნობისთვის, „ქართული ოცნებამ“ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყო.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ საიმპიჩმენტო განაცხადს საპარლამენტო უმრავლესობის 80 დეპუტატი აწერს ხელს 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები