LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან ელექტროსადგურებზე ხელშეკრულების გაფორმება საქართველოს მთავრობასთან პირდაპირი მოლაპარაკების გზით იქნება შესაძლებელი

104
ელექტროსადგურები

2024 წლის 2 სექტემბრიდან განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის ბენეფიციარები საქართველოს მთავრობასთან მოდინებაზე არსებულ ჰიდრო, მზის და ქარის ელექტროსადგურების მშენებლობაზე პირდაპირი მოლაპარაკების გზით ხელშეკრულების გაფორმებას შეძლებენ.

დაინტერესებულმა პირებმა განაცხადები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა წარადგინონ.

აღნიშნულს ითვალისწინებს ცვლილება საქართველოს მთავრობის დადგენილებაში „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემისა და სიმძლავრის აუქციონის წესების დამტკიცების შესახებ“, რომლითაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ არაუმეტეს იმ ფიქსირებული ტარიფისა, რომელიც განისაზღვრა თითოეული კატეგორიისთვის მეორე სიმძლავრის აუქციონზე.

მედიანური ტარიფები შემდეგია:

  • მოდინებაზე არსებული ჰესები – 6.5 აშშ დოლარი ცენტი/კვტ. სთ
  • მზის ელექტროსადგურები – 5.6 აშშ დოლარი ცენტი/კვტ. სთ
  • ქარის ელექტროსადგურები – 6.0 აშშ დოლარი ცენტი/კვტ. სთ

აღნიშნული ინიციატივა წაახალისებს დარგში ინვესტიციებს და კიდევ უფრო გაზრდის სექტორით დაინტერესებას.

mazda magti 5g