LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან “ფაიზერით” ვაქცინაცია განახლდა

83
Untitled design (3)

საქართველოში “ფაიზერის” ვაქცინის ახალი დოზები შემოვიდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 6 აპრილის 13:00 საათიდან კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა 15 სხვადასხვა ლოკაციაზე იქნება ხელმისაწვდომი.

NCDC-ს ცნობით, ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ 1522, ეწვიოთ ვებ-გვერდს booking.moh.gov.ge, ან მიმართოთ მითითებულ კლინიკებს.

ამ დროისთვის საიტზე “ფაიზერის” 45 507 დოზაა ხელმისაწვდომი.

“ფაიზერის” ვაქცინა განკუთვნილია 12 + ასაკის მოქალაქეთა პირველადი და ბუსტერ ვაქცინაციისთვის.

ქვეყანაში წლის ბოლომდე 1 მილიონი დოზა პფაიზერის ვაქცინა ეტაპობრივად შემოვა.

შეგახსენებთ, რომ გრძელდება ვაქცინაციის წახალისების 200-100 ლარიანი პროგრამა”, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში.

პოპულარულები