LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან „ფაიზერით“ ვაქცინაციის პროცესი დაიწყო

84
1605703675-pfizer-vaccine-222-1-1024x767

დღეიდან საქართველოში „ფაიზერით“ ვაქცინაციის პროცესი დაიწყო.

აღნიშნულ ვაქცინაზე სულ 147 000-მდე პირი დარეგისტრირდა, 4 750 პირს კი ჯავშანი არ დაუდასტურდა.

მოქალაქეებს ვაქცინაცია რამდენიმე ქალაქსა და 37 სამედიცინო დაწესებულებაში შეუძლიათ.

ვინც „ფაიზერის“ ვაქცინაზე დარეგისტრირება ვერ მოახერხა, სარეგისტრაციო პორტალზე ადგილები ორი დღის განმავლობაშიც დაემატება.

ცნობისთვის, აშშ-ის მთავრობის მიერ საქართველოსთვის საჩუქრად გადმოცემული “ფაიზერის” 500 000 დოზა საქართველოში 24 ივლისს შემოვიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g