LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან გაზი ძვირდება

416
gazi2

2021 წლის 1-ლი დეკემბრიდან რეგიონებში გაზის ტარიფი იზრდება. შპს „ინტერ გაზის“ საცალო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის 1მ3 ბუნებრივი გაზის ფასი განისაზღვრება 1.15 ლარით დღგ-ს ჩათვლით. გარდა ამისა, „სოკარ ჯორჯია გაზის“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის, 1 მ3 ბუნებრივი გაზი 20 თეთრით გაძვირდება და ტარიფი 1.15 ლარი გახდება. ტარიფის ცვლილება არ ეხებათ ფიზიკურ პირებს.

ასევე დღეიდან, ტარიფის ცვლილება შემდეგი კომპანიების მომხმარებლებს შეეხებათ:

შპს “დიდი დიღომი” — ტარიფი იზრდება 1 თეთრით კუბურ მეტრზე და გახდება 57 თეთრი (დღგ-ს ჩათვლით). კომპანია დიდი დიღმის მოსახლეობას ემსახურება;

შპს “ყამარი მ” — ტარიფი იზრდება 1 თეთრით კუბურ მეტრზე და გახდება 51 თეთრი (დღგ-ს ჩათვლით). კომპანია მუხიანის აგარაკებს ემსახურება;

გარდა ამისა, 2022 წლის პირველი იანვრიდან გაზის ტარიფი ძვირდება შემდეგი კომპანიების აბონენტებისთვის:

სს “საჩხერეგაზი” — ტარიფი იზრდება 0,635 თეთრით კუბურ მეტრზე და გახდება 55,276 თეთრი (დღგ-ს ჩათვლით). კომპანია საჩხერის მუნიციპალიტეტს ემსახურება;

შპს “თელავგაზი” — ტარიფი იზრდება 1 თეთრით კუბურ მეტრზე და გახდება 58,864 თეთრი (დღგ-ს ჩათვლით). კომპანია თელავის მოსახლეობას ემსახურება;

შპს “დი-ვი-ეს” — ტარიფი იზრდება 0,5 თეთრით კუბურ მეტრზე და გახდება 51,789 თეთრი (დღგ-ის ჩათვლით). კომპანია გარდაბნის მუნიციპალიტეტის ნაწილის მოსახლეობას ემსახურება.

სემეკის მიერ დადგენილი ტარიფების ვადა 2023 წლის 1 იანვრამდე განისაზღვრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g