LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან გელათის სახურავის ახალ პროექტზე მუშაობას ვიწყებთ – თეა წულუკიანი ქუთაისშია

75
თეა წულუკიანი

კულტურის სამინისტრო გელათის სახურავის ახალ პროექტზე მუშაობას იწყებს.

ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა გელათის სამონასტრო კომპლექსში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მინისტრის თქმით, ადგილზე 24-საათიანი მონიტორინგი გრძელდება:

“დასავლეთ მკლავის გადახურვა, ჭიქური კრამიტის გადახურვის ნაწილი მოიხსნა. შესაბამისად, ნესტის აორთქლების პროცესი დაწყებულია. ნესტის სრულად აორთქლებასა და გამოშრობას დრო დასჭირდება, დღეიდან შემოდგომამდე პერიოდი. სახურავის გახსნის წყალობით, ვნახეთ, რა ხარვეზებია ადგილზე. გრძელდება 24-საათიანი მონიტორინგი. ასევე, დღეიდან ვიწყებთ მუშაობას გელათის სახურავის ახალ პროექტზე“”, – აღნიშნა წულუკიანმა.

პრესკონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს UNESCO-ს ექსპერტთა ჯგუფის წევრებმა, უგო ტონიეტმა, სარა სტეფანინიმ, მარიო პულიერიმ და ალესანდრო მასარიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g