LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან GWP-ის თბილისის სერვის-ცენტრები მომხმარებლებს დისტანციურად მოემსახურება

62
gwp

31 იანვრიდან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის თბილისის სერვის-ცენტრები მომხმარებლებს დისტანციურად მოემსახურება. აღნიშნულის მიზეზი, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.

როგორც GWP-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, თბილსის სერვის ცენტრებში ვიზიტის ნაცვლად ნებისმიერი განცხადებისა და დოკუმენტაციის გაგზავნა შესაძლებელია კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე [email protected]. განცხადების დარეგისტრირებისა და პროცესის დასრულების შემდეგ მომხმარებელი პასუხს ასევე ელექტრონული ფოსტით  მიიღებს.

„არსებულ ვითარებაში ჯივიპი მოუწოდებს მომხმარებლებს მაქსიმალურად ისარგებლონ დისტანციური მომსახურების სერვისით. აუცილებლობის შემთხვევაში, მომსახურების მისაღებად ადგილზე ვიზიტი შესაძლებელია მცხეთაში აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე სერვის ცენტრში და ასევე, რუსთავის წყლის მომხმარებლებისთვის –  ქალაქ რუსთავში,  წმინდა ნინოს ქუჩა N5-ში მდებარე სერვის ცენტრში.

დისტანციური  მომსახურების შესახებ დეტალური  ინფორმაცია განთავსებულია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის  ვებ-გვერდზე www.gwp.ge, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის –   2 931111   და ონლაინ ჩათის მეშვეობით“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g