LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან მძღოლებს შესაძლებლობა ექნებათ, შსს-ს თანხმობის გარეშე, მანქანის წინა გვერდითა მინები 60%-მდე გაამუქონ

172
მინების გამუქება

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტომობილების წინა გვერდითა მინების დამუქების წესში ცვლილებები შევიდა.

უწყების ცნობით, მიმდინარე წლის 3 ივლისიდან, შს მინისტრის ბრძანებით განხორციელებული ცვლილებების თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეებს მიეცათ უფლება, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანხმობის გარეშე, წინა გვერდითა მინები 60%-მდე გაამუქონ.

„აღნიშნული ცვლილებების განხორციელებამდე წინა გვერდითა მინების დამუქებაზე მოქმედებდა 40%-იანი შეზღუდვა. რაც შეეხება მძღოლის უკან მსხდომი მგზავრების მხარეს განთავსებულ გვერდითა მინებს, მათზე კვლავ 75%-იანი შეზღუდვა მოქმედებს“, – აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტომობილების წინა გვერდითა მინების დამუქების წესში ცვლილებები შევიდა. მიმდინარე წლის 3 ივლისიდან, შინაგან საქმეთა…

Posted by შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia on ოთხშაბათი, 03 ივლისი, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები