14 ივნისიდან N 50 ავტობუსის მარშრუტში ცვლილება განხორციელდება.
თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ცვლილება გაზრდილ მგზავრთნაკადს უკავშირდება.
ცვლილების შედეგად, აღნიშნული ავტობუსი გაივლის შემდეგ მარშრუტს:
ვაზისუბნიდან ავტობუსი გადაადგილდება შანდორ პეტეფის ქუჩაზე, რომლის შემდეგ გაივლის მეტროსადგურ “ვარკეთილს” და ჯავახეთის ქუჩის გავლით, განაგრძობს სვლას ნ. ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით.
რაც შეეხება უკუმიმართულებას, N50 ავტობუსი ძველი, უცვლელი მარშრუტით გადაადგილდება.