ოკაცეს ჩანჩქერი დროებით დაიკეტა. მიზეზი მეტეოროლოგიური პირობებია. ინფორმაციას საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
„ძვირფასო ვიზიტორებო, 31 იანვრიდან 6 თებერვილის ჩათვლით, არსებული მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე, ოკაცეს ჩანჩქერი დაკეტილია!“, – ნათქვამია დაცული ტერიტორიების სააგენტოს განცხადებაში.