LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარაში ჩანჩქერებზე დაშვებას შეძლებთ – კანიონინგის პირველი ტურისტული მარშრუტი ეწყობა (ფოტოები)

261
1

უჩხოში ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულებისთვის კილომეტრნახევრიანი კანიონინგის მარშრუტი ეწყობა.

კანიონინგისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა უჩხოს ხეობაში, 12 კასკადოვან ჩანჩქერზე მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, უკვე მომზადდა 22 სადგური, სადაც თავგადასავლების მოყვარულები უჩხოს კილომეტრნახევრიანი კანიონის დალაშქვრასა და ჩანჩქერებზე დაშვებას შეძლებენ. უჩხოს მიმართულება იქნება პირველი კანიონინგის ტურისტული მარშრუტი აჭარაში.

პროექტს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ევროკავშირის დაფინანსებითა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში ანხორციელებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები