2019 წლის 1-ელი იანვრიდან სახელმწიფო პენსია 20 ლარით იზრდება – ყველა პენსიონერი ყოველთვიურად, 180 ლარის ნაცვლად 200 ლარს მიიღებს.
პენსია 20 ლარით იზრდება შშმ პირებისთვისაც. მკვეთრად გამოხატული 1-ელი ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები 180 ლარის ნაცვლად 200 ლარს მიიღებენ, მე-2 ჯგუფის შშმ პირები კი 100 ლარის ნაცვლად 120 ლარს. ამასთან, შშმ ბავშვები პენსიის სახით 180 ლარის ნაცვლად 200 ლარს მიიღებენ. შშმ პირთა ნაწილი პენსიების გათანაბრებას ითხოვდა, აღნიშნულთან დაკავშირებით ორგანიზაციამ “ოჯახები დისკრიმინაციის გარეშე” პარლამენტს ბიუჯეტის დამტკიცებამდე რეკომენდაცია გაუგზავნა.