კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დღეიდან საქართველოსა და რუსეთს შორის მოქალაქეთა გადაადგილება დროებით ჩერდება. შეზღუდვა არ ეხება რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში ბრუნდებიან. სიახლე სატვირთო გადაზიდვებზეც არ გავრცელდება.
რუსეთ-საქართველოს სახმელეთო საზღვრის ნაწილობრივ ჩაკეტვის პარალელურად, აბაშიძე-კარასინის ე.წ. პრაღის ფორმატში 20 მარტისთვის დაგეგმილი შეხვედრაც გადაიდო.
მთავრობის გადაწყვეტილება: შეზღუდვები დანიიდან, შვეიცარიიდან და ნორვეგიიდან შემომსვლელებზეც დაწესდება
გარდა ამისა, სარფის საბაჟოზე მიმოსვლა მგზავრებისათვის დროებით შეიზღუდა. ფიზიკური პირებისთვის სარფის საკონტროლო პუნქტი ჩაიკეტა.მიზეზი კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელების პრევენციაა. შეზღუდვა არ ვრცელდება სატრანზიტო მიმოსვლაზე.
კოვიდ 19- ის ინფიცირების სამი ახალი შემთხვევა გუშინ დადასტურდა. შესაბამისად, საქართველოსი ამ დროისთვის, 33 შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსის დადასტურებული სამი შემთხვევიდან ერთ-ერთი აჭარაში გამოვლინდა. ეს ვირუსის თბილისს გარეთ გამოვლენის პირველი შემთხვევაა.
"მესამე პაციენტმა შესაძლოა, სახლში წასვლა პირველს დაასწროს" - როგორია კორონავირუსით ინფიცირებულთა მდგომარეობა
ირველ პაციენტს ჯერ კიდევ უფიქსირდება ვირუსის მცირე ნიშნები რის გამოც, მისი გაწერა რამდენიმე დღით გადაიდო.