LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხაიში-უშგულის მონაკვეთზე ცალკეული სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია 

204
ing (3)

თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ185 (ხაიში-უშგული) მონაკვეთზე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა აკრძალულია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, უამინდობის გამო, აღნიშნული გზის კმ138-კმ185 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია.

საავტომობილო გზის კმ1-კმ70 (ზუგდიდი-ხაიში) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ასევე თავისუფალია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები