“ქვეყანა გადავიდა შიდა გავრცელების ეტაპზე და ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, რომ შევაჩეროთ შიდა გადაცემის სისწარაფე”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრეს-სპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. მისი თქმით, საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შეზღუდვის გადაწვეტილება ძალაში დღის ბოლოს შევა.
პრემიერი ბიზნესს აფრთხილებს – თუ კომპანიები ვალდებულებებს არ შეასრულებენ, ამისთვის პასუხს აგებენ
“საკოორდინაციო საბჭოზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები დამატებით შეზღუდვებზე. ეს გულისხმობს საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შეზღუდვას. ვზღუდავთ ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტის, მათ შორის მატარებლით სამგზავრო გადაზიდვებს. ეს შეზღუდვა ამოქმედდება დღეს, დღის ბოლოს. გვესმის, რომ ეს არის ექსტრაორდინალური გადაწყვეტილებაა, მაგრამ ვითარება მოითხოვს ექსტრემალურ გადაწყვეტილებას“, – განაცხადა ჩიქოვანმა.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიირების 54 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.
კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტები არ გვყავს