LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტები არ გვყავს

138
unnamed

23 მარტის 11:00 საათის მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. მთლიანობაში ქვეყანაში “კოვიდ 19”-ის 54 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან სამი პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა. ამ ეტაპზე, კარანტინის რეჟიმში 3254 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 233.

ინფექციური საავადმყოფოდან 2 პაციენტი უკვე გავწერეთ, სამს დღეს გავწერთ – მარინა ეზუგაბაია

შეგახსენებთ, საქართველოში 21 მარტს, 1 თვით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობა გულისხმობს სიტუაციას, როდესაც მთავრობა უფლებამოსილია შეასრულოს ისეთი ქმედებები ან განახორციელოს ისეთი პოლიტიკა, რის უფლებასაც ჩვეულებრივ სიტუაციაში თავს არ მისცემდა.

რა შეზღუდვები წესდება და რისი უფლება აქვს მთავრობას

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g