“სამი პაციენტის მდგომარეობა დღეს კლინიკურად შეფასდება და თუ ყველაფერი წესრიგში იქნება, დღის განმავლობაში გაეწერებიან”,- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. მისი თქმით, ორმა პაციენტმა უკვე დატოვა კლინიკა. ეზუგბაიამ ასევე აღნიშნა, რომ გუშინ 12 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება და კორონავირუსზე ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია.
მარნეულსა და ბოლნისში მკაცრი საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა
მარნეულელი ქალის ინფიცირების წყარო ვერ დადგინდა.
“საქართველოში დადასტურებული 54 პაციენტიდან 35 ჩვენთან იმყოფება, 19 კი 5 სხვა დაწესებულებაში. წინა დღეებში 3 პაციენტმა დატოვა ჩვენი კლინიკა. გუშინ კიდევ 5 პაციენტს განმეორებითი უარყოფითი ტესტი მოუვიდა. 2 მათგანი უკვე გაეწერა, 3 პაციენტი კი დღეს კლინიკურად შეფასდება და თუ ყველაფერი წესრიგში იქნება, დღის განმავლობაში გაეწერებიან. გუშინ 12 ახალი პაციენტზე ჩატარდა ტესტირება და 12-ვეს პასუხი უარყოფითი იყო. დღეს კიდევ 6 ახალ პაციენტს ჩავუტარებთ კვლევას”, – განაცხადა ეზუგბაიამ.
შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 54 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. მათგან გამოჯანმრთელებულია სამი პაციენტი. კარანტინის რეჟიმში – 3254 პაციენტი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 233.