LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან საქართველოს ბანკისა და თიბისის მომხმარებლებს უცხოურ პლატფორმებზე ლარში გადახდისას საკომისიო ჩამოეჭრებათ

134
საკომისიო

დღეიდან საქართველოს ბანკისა და თიბისის მომხმარებლებს უცხოურ პლატფორმებზე საბანკო ბარათებით ლარში გადახდისას 1.5%-იანი საკომისიო დაეკისრებათ.

საკომისიო გავრცელდება ისეთ ოპერაციებზე, როგორიცაა ონლაინ შოპინგი, ავიაბილეთების შეძენა, სასტუმროების ჯავშნები და სხვა.

აღსანიშნავია, რომ 5 ლარამდე ოპერაციებზე საკომისიო არ გავრცელდება.

საკომისიო ასევე არ გავრცელდება ტაქსის, თუ მიტანის სერვისის უცხოური კომპანიების ადგილობრივ გადახდებზე.

ცვლილება ვრცელდება ნებისმიერი ტიპის სადებეტო ბარათზე – როგორც ფიზიკური პირების (მათ შორის მოსწავლის ბარათებზე), ისე ბიზნეს ბარათებზე.

ბანკების განმარტებით, დამატებითი საკომისიოს თავიდან ასაცილებლად, მომხმარებლებმა, თუ პლატფორმა ამის საშუალებას იძლევა, გადახდისას ლარის ნაცვლად უცხოური ვალუტა უნდა აირჩიონ.

ცნობისთვის, აღნიშნული ცვლილების შესახებ ბანკებმა მომხმარებლები რამდენიმე კვირით ადრე გააფრთხილეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g