LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან, საქართველოს მოქალაქეებისთვის ბულგარეთის საზღვარი დაიკეტა

52
Tbilisi-dsc-0654-Tbilisi-620x404

დღეიდან საქართველოს მოქალაქეებს ბულგარეთში შესვლა აეკრძალათ – ამის შესახებ ინფორმაციას ბულგარეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს. მიზეზი საქართველოში COVID-19-ის გავრცელების ახალი ტალღაა.

„ბულგარეთის ჯანდაცვის მინისტრის 2021 წლის 24 ივლისის ბრძანების თანახმად, 26 ივლისიდან საქართველოს მოქალაქეები ვერ შეძლებენ ბულგარეთის ტერიტორიაზე შემოსვლას. ბრძანება არ ეხება საქართველოდან მომავალ ბულგარეთის მოქალაქეებს, რეზიდენტებს და მათი ოჯახის წევრებს, რომელთაც ქვეყანაში შემოსასვლელად აუცილებლად უნდა წარადგინონ ბოლო 72 საათში გაკეთებული უარყოფითი PCR ტესტის პასუხი, მიუხედავად იმისა, აქვთ თუ არა ჩატარებული ვაქცინაციის სრული კურსი,”- ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g