LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან სასტუმროებში, სავაჭრო ცენტრებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებში სახანძრო უსაფრთხოების შემოწმება დაიწყო

1504853644

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური საქართველოს მასშტაბით სახანძრო უსაფრთხოების კუთხით კანონით განსაზღვრული შენობა-ნაგებობების შემოწმებას იწყებს.

შემოწმება სამ ეტაპად ჩატარდება. პირველ ეტაპზე, შენობა-ნაგებობის შემოწმებისას გაიცემა რეკომენდაციები და ყველა მფლობელს მიეცემა გონივრული ვადა მათ შესასრულებლად. განმეორებითი მონიტორინგის დროს სამსახური შეამოწმებს, რამდენად შესრულდა რეკომენდაციები. მესამე, საკონტროლო შემოწმებისას, რეკომენდაციების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კანონით გათვალისწინებული სანქციები ამოქმედდება.

სახანძრო უსაფრთხოების წესებისა და პირობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნის დარღვევა ან შეუსრულებლობა 500-დან 10 000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.

“პირველ ეტაპზე არავინ დაჯარიმდება და სპეციალისტები მხოლოდ რეკომენდაციებს გასცემენ,”- განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახურის უფროსმა მიშა ფეიქრიშვილმა.

ახალი რეგულაციით შემოწმებას დაექვემდებარა სასტუმროები, მცირე ზომისა და საოჯახო ტიპის სასტუმროები და ასევე მცირე ზომის შენობა-ნაგებობები.

2018 წელს საქართველოში ხანძრების შედეგად 56 ადამიანი დაიღუპა, 247-მა მიიღო ტრავმა. ქვეყნის მასშტაბით განადგურდა 453 და დაზიანდა 950 შენობა-ნაგებობა.

პოპულალურები