დღეიდან თამბაქოს ღერებით გაყიდვა იკრძალება. კანონდამრღვევი 150 ლარით დაჯარიმდება.
“თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონით, რომელიც ძალაში დღეიდან შევიდა, აიკრძალა თამბაქოს რეალიზაცია: ერთეული ღერებით ან ერთეული კოლოფით/შეფუთვით, თუ მასში 20 ღერ სიგარეტზე ნაკლები ან მეტია, ქმედება 150 ლარის ოდენობით დაჯარიმდება, ხოლო განმეორებით ჩადენა – 300 ლარის ოდენობით. აკრზალულია ასევე სიგარეტის რეალიზაცია უფასოდ ან თვითღირებულებაზე დაბალ ფასად, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეებისათვის სადღეღამისო ულუფაში შეტანით, ინტერნეტით ან ფოსტით.
თამბაქოს ნაწარმის რეალიზაცია ერთეული ღერებით ან ერთეული კოლოფით/შეფუთვით, თუ მასში 20 ღერ სიგარეტზე ნაკლებია ან მეტია
აკრძალვებთან ერთად ძალაში შევიდა ადმინისტრაციული ჯარიმებიც. თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის რეალიზაცია იმ ტერიტორიაზე სადაც ეს აკრძალულია, გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო ქმედების განმეორებით ჩადენა – დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით.
თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის განლაგების წესების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით. განმეორებით ჩადენის შემთხვევაში ჯარიმა ორმაგდება.
თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის 18 წლამდე ასაკის პირზე რეალიზაცია გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით. განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.
თამბაქოს ნაწარმის, თამბაქოს აქსესუარის ან/და თამბაქოს მოხმარებისთვის განკუთვნილი მოწყობილობის უფასოდ ან თვითღირებულებაზე დაბალ ფასად რეალიზაცია გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით, ხოლო ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით.