LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან ტაქსით მგზავრობისას დაწესებული ორზე მეტი პირის გადაადგილების აკრძალვა მოიხსნა

112
tax

დღეიდან, ტაქსით მგზავრობისას დაწესებული ორზე მეტი პირის გადაადგილების აკრძალვა მოიხსნა.

შესაბამისი ცვლილება „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში ცვლილებაში შევიდა.

გასათვალისწინებელია, რომ ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებით მომსახურებისას როგორც მძღოლი, ისე მგზავრები აღჭურვილი უნდა იყვნენ პირბადით.

ცნობისთვის, ტაქსითი 2 მგზავრზე მეტის გადაყვანაზე შეზღუდვა თითქმის 1 წლის განმავლობაში მოქმედებდა. წესის დარღვევისთვის ჯარიმა 2000 ლარი იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები