LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „რა ტკბილი ხმა აქვს და რა მტკივნეულია, რომ იქ არ არის, სადაც მისი ადგილია.. დგახარ საცობში და არ გწყინდება“ – ტაქსიში გადაღებული ვიდეო, რომელიც სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება

2768
Untitled design (1)

სოციალური ქსელში ვირუსულად ვრცელდება ვიდეო, რომელიც ტაქსიშია გადაღებული – მძღოლი სიმღერას „ყველაფერი შენით იყო“, შესანიშნავად ასრულებს.

როგორც ვიდეოს ავტორი წერს, თავდაპირველად ვერ მიხვდა, რომ მძღოლი თვითონ მღეროდა.

„ასეთი ტაქსის მძღოლი რომ შეგხვდება. შეგიძლიათ გადაიღოთ, არაა პრობლემაო. თავიდან ვერ მივხვდი, თვითონ რომ მღეროდა“, – წერს მოქალაქე სოციალურ ქსელში.

 

ასეთი ტაქსის მძღოლი რომ შეგხვდება ??
-შეგიძლია გადაიღოთ არაა პრობლემაო ?
თავიდან ვერ მივხვდი თვითონ რომ მღეროდა

Posted by Lela Katsiashvili on ხუთშაბათი, 26 ოქტომბერი, 2023

 

სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებს უამრავი ადამიანი ეხმიანება:

„დავტკბი, ამეტირა“, „დგახარ საცობში და არ გწყინდება“, რა ტკბილი ხმა აქვს, რა მტკივნეულია, რომ იქ არ არის, სადაც მისი ადგილია“, – წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები