LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან თიბისის მობაილბანკიდან სხვა ბანკის ბარათებზე გადარიცხვას მომენტალურად შეძლებთ

859
თიბისი

თიბისის მისიაა, ადამიანებს ყოველდღიურობა გაუმარტივოს, სწორედ ამ მოტივაციით მობაილბანკში შეიქმნა ფუნქციონალი, რომლის მეშვეობითაც სხვა ბანკის ბარათებზე გადარიცხვისას თანხა მომენტალურად აისახება.

მომენტალური გადარიცხვის ტექნოლოგია ქმნის მობაილბანკიდან გადარიცხვის/გადმორიცხვის შესაძლებლობას დროის ნებისმიერ მონაკვეთში, ნებისმიერი ბანკის ბარათით და მომენტალური ასახვით. 

გადარიცხვა შესაძლებელია:  

  • თიბისის ბარათიდან საქართველოში მოქმედი ნებისმიერი სხვა ბანკის ბარათზე 
  • სხვა ბანკის ბარათიდან თიბისის ბარათზე
  • სხვა ბანკის ბარათიდან ისევ სხვა ბანკის ბარათზე 
  • ციფრული საფულიდან apple pay/google pay-ს მეშვეობით თანხის დამატება თიბისის ბარათზე

თანხის გადარიცხვა ან გადმორიცხვა საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ნებისმიერი ბანკის Visa და MasterCard ბარათებიდან იქნება შესაძლებელი 24/7-ზე.

გადარიცხვა აუცილებლად უნდა შესრულდეს „საკუთარ ანგარიშზე“ ღილაკის გამოყენებით, რათა თანხა მომენტალურად აისახოს. გადარიცხვა ხორციელდება მხოლოდ ლარის ვალუტაში და თითო გადარიცხვის საკომისიო ერთი ლარია.

ფუნქციონალით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს – აუცილებელი პირობაა, რომ მომხმარებელი თიბისის მობაილბანკით სარგებლობდეს.  

(R)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები