დღეიდან ვნების შვიდეული დაიწყო. დიდმარხვის ბოლო კვირას ვნების შვიდეული იესო ქრისტეს ჯვარზე ვნების ნიშნად აღინიშნება. კვირის განმავლობაში მორწმუნეები, შეძლებისამებრ, მკაცრად მარხულობენ.
შვიდეულის ხუთშაბათს, ე.წ. “დიდ ხუთშაბათს”, ეკლესიაში სადღესასწაულო წირვა სრულდება. ამ დღეს იესო ქრისტემ თავისი თორმეტი მოწაფე აზიარა და ამით ევქარისტიის, ზიარების საიდუმლო დააწესა. დიდ ხუთშაბათს ასევე სრულდება ფეხთბანის რიტუალი.
დიდი პარასკევი, ანუ წითელი პარასკევი, წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე დღეა. ამ დღეს უფლის ჯვარცმა მოხდა.
როგორ წესი, ამ დღეს ეკლესიებში იესო ქრისტეს სხეულის ჯვრიდან გადმოხსნის რიტუალი, სრულდება.
დიდი მარხვა წელს 2 მარტს დაიწყო და 18 აპრილს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.