LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან, „წისქვილი ჯგუფი“-ს სარესტორნო ქსელს კიდევ ერთი გამორჩეული რესტორანი ემატება მცხეთაში – შთამბეჭდავი ხედები მტკვარზე, მთებსა და ჯვრის მონასტერზე

1772
wisqvili

1-ელ ივლისს, „წისქვილი ჯგუფი“-ს სარესტორნო ქსელს კიდევ ერთი გამორჩეული რესტორანი ემატება ქალაქ მცხეთაში.

რესტორანი „წისქვილი მცხეთაში“ მდებარეობს სვეტიცხოვლის ქვაფენილი გზის დასაწყისში. ის ნამდვილად მოგხიბლავთ არა მხოლოდ კერძების გემოვნური თვისებებით, არამედ სასიამოვნო გარემოთი და მაღალი ხარისხის მომსახურებით.

წისქვილი მცხეთაში სხვადასხვა ტერასებად მოწყობილი სივრცეა, რომელიც ქართული სტუმარმასპინძლობის გამორჩეულ გამოცდილებას გაზიარებთ.

კომპლექსში შეგხვდებათ ქართული ღვინის მარანი, რომლის ძველებური იერსახე დროში გამოგზაურებთ და გაგიცოცხლებთ ღვინის კულტურის ისტორიას, საუკუნეების განმავლობაში შენარჩუნებულ ქვევრის ტრადიციასა და წინაპრების ღირებულებებს. მარანში ასევე შეძლებთ საკოლექციო საცავიდან სხვადასხვა, უნიკალური ღვინოების დაგემოვნებას.

„წისქვილი მცხეთაში“ ასევე დაგხვდებათ ქართულ ეთნოგრაფიულ სტილში შესრულებული გარემო. მთავარი სარესტორნო დარბაზის გარდა, სტუმრებს ელოდება მეგრული ოდა და გრილის სივრცე, სადაც ჩვენი შეფმზარეული თქვენს თვალწინ მოამზადებს მადისაღმძვრელ და განსხვავებულ კერძებს. ასევე, რესტორნის ტერიტორიაზე შეხვდებით ღია ტერასას მტკვრის პირას ბარით და სხვადასხვა შოუ-პროგრამებით დატვირთული სასცენო სივრცით. შთამბეჭდავი ხედები მტკვარზე, მთებსა და ჯვრის მონასტერზე სრულყოფილს ხდის პეიზაჟს. ამასთანავე, “წისქვილი ჯგუფი” გთავაზობთ თქვენი სტუმრობა მცხეთაში კიდევ უფრო დაუვიწყარი გახადოთ მტკვარზე ნავით გასეირნებით.

გელით, ჩვენ დაუვიწყარი მოგონებების, არაჩვეულებრივი გემოებისა და შთამბეჭდავი სანახაობის ნაზავს გთავაზობთ მცხეთაში.

ცნობისთვის, “წისქვილი ჯგუფი” 2002 წლიდან საქმიანობს ქართულ ბაზარზე და მომხმარებელს ყოველთვის გამორჩეულ გარემოს, მომსახურებას და კერძებს სთავაზობს. ჩვენთან, მრავალფეროვანი გემოებით მდიდარი ქართული სამზარეულო სინთეზშია ეთნო სტილში გადაწყვეტილ გარემოსთან. 20 წელია, რაც კომპანია ავითარებს ქსელს და დღეს უკვე 6 დიდი სარესტორნო კომპლექსით არის წარმოდგენილი, ამ ხნის განმავლობაში, მოვემსახურეთ 3 მილიონამდე ქართველ და უცხოელ სტუმარს.

აღსანიშნავია, რომ მცხეთაში „წისქვილი ჯგუფმა“ 100 ადამიანი დაასაქმა. სამომავლოდ კიდევ არაერთი სასიამოვნო სიახლე იგეგმება. წისქვილის სარესტორნო კომპლექსი ახლა უკვე მცხეთაშიც განაგრძობს იყოს საუკეთესო მასპინძელი და ღირსეულად წარმოაჩინოს ნამდვილი ქართული.

R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g