LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან ზონალურ-საათობრივი პარკირება ორბელიანზეც იწყება – რა ღირს მანქანის 1 საათით გაჩერება

427
კალა პარკინგი

კოტე აფხაზის (იგივე ლესელიძის) ქუჩაზე დაწყებული საპილოტე პროექტის შემდეგ, ზონალურ-საათობრივი პარკირება დღეიდან ორბელიანის მოედანზეც ამოქმედდა.

თბილისი მერის – კახა კალაძის განცხადებით, სისტემა 200-ზე მეტ საპარკინგე ადგილს შეეხება. ის დედაქალაქის მოსახლეობას უფასო პარკირებით სარგებლობისთვის საჭირო რეგისტრაცია გაიარონ. 

კოტე აფხაზისა და მიმდებარე ქუჩებზე დღეიდან ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდა

კოტე აფხაზისა და მიმდებარე ქუჩებზე ავტომობილის გაჩერება ერთი საათით 1 ლარი ეღირება

„პირველი ოქტომბრიდან ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე ამოქმედდება. ეს არის საპილოტე პროექტი, რომელიც უკვე განვახორციელეთ კოტე აფხაზისა (ყოფილი ლესელიძის ქუჩა) და მის მიმდებარე ქუჩებზე და თანაც საკმაოდ წარმატებით. კიდევ ერთხელ მინდა განვმარტო, იმისთვის, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ უფასო პარკირებით ისარგებლოს, უნდა დარეგისტრირდნენ ვებგვერდზე ან ორბელიანის მოედანზე განთავსებულ სპეციალურ საინფორმაციო ჯიხურში. ასევე, 

უფასო პარკირებით სარგებლობა შეუძლიათ შშმ პირებს და ელექტრომობილების მფლობელებს. სხვა დანარჩენისთვის კი 15 წუთის შემდეგ, მიმდებარე არეალით სარგებლობა ფასიანი იქნება – ერთი საათი ერთი ლარი“, – აცხადებს კალაძე.

მისივე თქმით, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ორბელიანის მოედანზე არსებულ მიწისქვეშა სადგომსაც შეეხება.

„იცით, რომ ორბელიანის მოედანზე ჩვენ განვახორციელეთ პირველი მიწისქვეშა პარკინგის პროექტი, რომელიც საჩვენებელია თავისი ხარისხით, ავტომობილების რაოდენობით. ის, დაახლოებით, 180 მანქანაზეა გათვლილი, აღჭურვილია ყველანაირი თანამედროვე სისტემით – სახანძრო სისტემა, სამეთვალყურეო კამერები, ანუ რაც კი მოთხოვნილია მსგავსი პროექტისთვის, ყველაფერი მაქსიმალურად გათვალისწინებულია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

magti 5g