LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოტე აფხაზისა და მიმდებარე ქუჩებზე დღეიდან ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდა

371
collage

კოტე აფხაზის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა დღეიდან ამოქმედდა.

კოტე აფხაზისა და მიმდებარე ქუჩები A ზონას განეკუთვნება, სადაც ავტომობილის გაჩერება ერთი საათით 1 ლარი ეღირება.

15 წუთის განმავლობაში კი პარკირება უფასო იქნება. პარკირება უფასოა ასევე აღნიშნულ ქუჩაზე მცხოვრები პირებისთვისაც.

საპილოტე პროექტის დაწყებასთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერი კახა კალაძე კოტე აფხაზის ქუჩაზე განთავსებულ საინფორმაციო ჯიხურს ეწვია და ზონალურ-საათობრივ პარკირებასთან დაკავშირებით კონსულტაცია მიიღო.

თბილისის მერის განცხადებით, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ეტაპობრივად, სხვა ქუჩებსა და რაიონებზეც გავრცელდება.

ამასთან, ზონალური პარკირების გადასახადის გადასახდელად შექმნილია მობილური აპლიკაცია „პარკინგ თბილისი“, რომელიც უკვე ამუშავდა.

პარკირების საფასურის დაფარვა სწრაფი გადახდის აპარატებიდანაც არის შესაძლებელი.

https://www.facebook.com/kakhakaladzeofficial/videos/501887817288765/?__tn__=kC-R&eid=ARAljxcWvcJNNgQh79xyVpPv63m8M-ypvNeZ_l453oeJFSmvcF7x7wlewr3xBKFGlEjEcHx1QOpOyFlS&hc_ref=ARSp_zSWC3ntuaamIIo-tOtnyIXueH8qTnF0ZGSaqiV5kP0QQ4QTaRMQF7CzQV4F0j4&__xts__[0]=68.ARDWi13xPMl4DyQgzkZe69QJM7imp878NsCFHs-BkkvSsNnrDQTDWCwT-srFeuy3-r56bO8YuJFu2nGB6nmQ1Oax3H6dZoUjUiS6nFCYA7OONDUDA5XIbBGC31yt-hxYdmfr0n2-1eYHCGlwV-BV4MviJ2EFRi6d0BnnPWiLdoCp3DS39Av9f9eFIWeLf_jo_SjNWKK4tfrVeQLOy-rRjreBrZYLpUKWZn6l_6SAmnKKHi0lEw0U_1OcEsX2F_4Ab_7_5C_cDoy3eNYbkfXp_EJ-Cl-sCCuekyJ8YbKEf2jGL4CzXdrJDnoaYYMSzqRsRr862yHfsEckj0yvIg7zNgEVMsBBPv2d

პროექტს თბილისის სატრანსპორტო კომპანია ახორციელებს, რომლის თანამშრომლები ზონალური პარკირების არეალში იმუშავებენ და მძღოლებს კონსულტაციას გაუწევენ როგორც საპარკინგე სივრცეებში, ისე, სწრაფი გადახდის აპარატებთან.

ზონალური პარკირება დაყოფილია სამ A,B,C ზონებად. ამ დროისთვის ზონალური პარკირება საპილოტე რეჟიმში მხოლოდ კიტე აფხაზისა და მის მიმდებარე ქუჩებზე მოქმედებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები