LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს 19 საათიდან რესპუბლიკის მოედანზე კონცერტი იმართება

pjimage

პირველი რესპუბლიკის მოედანზე, საახალწლო სოფელში მოწყობილია საშობაო ბაზრობა, ყინულის მოედანი, ღია კინოთეატრი, ასევე შესაძლებელია ფოტოსესია თოვლის ბაბუასა და ზღაპრის გმირებთან ერთად.

19:00 საათიდან პირველი რესპუბლიკის მოედანზე ჯგუფ “ნიუტონის” კონცერტი გაიმართა, 21:00 საათზე კი საახალწლო სოფელი ფოლკლორის საღამოს უმასპინძლებს, რომელსიც მონაწილეობას 15-მდე სხვადასხვა თაობის ანსამბლი მიიღებს.

თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული საახალწლო ღონისძიებები 28 დეკემბრიდან 13 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე იმართება.