LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ეს თემა უკვე ძალიან ყელში ამოვიდა.. თუ დაგვიძახებენ მივალთ, თუ არა, არც ვკითხულობთ, რატომ“ – მამულიჩა საახალწლო კონცერტებზე

2457
ფორტუნა (15)

პროდიუსერი კახი მამულაშვილი საახალწლო კონცერტებში მომღერლების მონაწილეობის თემას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

ცნობილია, ვინ იმღერებს 31 დეკემბერს თბილისში, მერიის მიერ ორგანიზებულ საახალწლო ღონისძიებაზე

„არც ერთ ღონისძიებაში არ ვმონაწილეობ მარტივი მიზეზის გამო, არ მაქვს მოწვევა და არავინ მეხმიანება, თითქოს არც ვარსებობ“ – სოფო ნიჟარაძე

„ჩემო მეგობრებო,  ეს თემა უკვე ძალიან ყელში ამოვიდა.
საახალწლო კონცერტზე მოხვედრა, არ მოხვედრა ჩვენ არასოდეს არ გვაწუხებდა.  თუ დაგვიძახებენ მივალთ, თუ არა არც ვკითხულობთ რატომ.
ლელა უყვარს ხალხს და ესაა მთავარი. ჩვენი კონცერტები სულ ანშლაგებით მიდის.  ყოველ წელს ძალიან  გადატვირთულები ვართ, და ამის მოწმეები ხართ.

ამიტომ ეს საბოლოოო კომენტარია…
ყველა მუსიკოსს წარმატებები.
წინასწარ გილოცავთ დამდეგ 2024“. – წერს კახი მამულაშვილი სოციალურ ქსელში.

თეატრალიზებული შოუ, ასობით არტისტი და მოცეკვავეები – საახალწლო გალაკონცერტი პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, გალა კონცერტი 31 დეკემბრის ღამეს პირველი რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები