დღეს 64 წელი შემისრულდა და ისევ ვიბრძვით ქვეყნის გადარჩენისთვის, – აღნიშნულის შესახებ ბადრი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
„წლების წინ, როდესაც ქვეყნის დამოუკიდებლობის აქტს მოვაწერე ხელი, დარწმუნებული ვიყავი, რომ იმ დროს, როდესაც შვილიშვილები მეყოლებოდა, სრულიად განსხვავებულ საქართველოში ვიცხოვრებდით, ეროვნულ, ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებულ სახელმწიფოში…
დღეს 64 წელი შემისრულდა და ისევ ვიბრძვით ქვეყნის გადარჩენისთვის, ვიბრძვით, რომ უკან 90-იანებისკენ დაბრუნების მცდელობას წინ აღვუდგეთ და ჩვენი ქვეყანა დავაბრუნოთ სამართლიანი, უსაფრთხო, კეთილდღეობით სავსე და დამოუკიდებელი, ევროპული სამყაროსკენ მიმავალ გზაზე, რომლის წევრიც აუცილებლად გახდება საქართველო და ასეთ საქართველოში კი ჩვენი მომავალი თაობები მშვიდად, თავისუფლად და უსაფრთხოდ იცხოვრებენ“, – წერს ბადრი ჯაფარიძე.