LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს ამ ბიჭის დაბადების დღეა! 94 წლის გახდა, მაგრამ 49 წლისას უფრო ჰგავს, შევნატრი მის სიცოცხლის მოყვარეობას! შევხარი მის სიბრძნეს!“ – შალვა ამონაშვილი იუბილარია

238
შალვა ამონაშვილი

შალვა ამონაშვილი იუბილარია.

ყველასათვის საყვარელი ქართველი პედაგოგი და ფსიქოლოგი 94 წლის გახდა.

იუბილეს შალვა ამონაშვილს ემოციური სიტყვებით თამარ სხვიტარიძე ულოცავს.

„დღეს ამ ბიჭის დაბადების დღეა!

94 წლის გახდა, მაგრამ 49ას უფრო ჰგავს.

შევნატრი მის სიცოცხლის მოყვარეობას!

შევხარი მის სიბრძნეს!

მიყვარს, რადგან:

მადლიერია იმისა რაც აქვს,

ყოველდღე აუმჯობესებს საკუთარ თავს,

კეთილაზროვანია,

ყველა უყვარს უპირობოდ,

მშრომელია,

სიხარულის მატარებელია,

ყველას ყველაფერი აპატია,

გმირულად სძლევს პრობლემებს,

მიზანდასახულია,

ჯანმრთელია

და ღმერთთან მოსაუბრეა!

ყველას გილოცავთ, ვინც იცნობთ, მის დაბადების დღეს,“ – წერს თამარ სხვიტარიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g