“დღეს რუკაზე დიდი ასოებით დაგვაწერეს ამ ქვეყანას, რომ ვართ “ჩმორები”, – ამის შესახებ “გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ უკრაინის მხარდამჭერ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რითაც უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, ქვეყნიდან ელჩის გაწვევის შესახებ გამოეხმაურა.
მისი თქმით, მოქმედი ხელისუფლება უნდა წავიდეს.
“მე მგონია, რომ მთავარი, რამაც დღეს ჩვენ ყველა გამოგვიყვანა, არის ბრაზი, სირცხვილის გამო, რომელიც ყველამ ერთად ვჭამეთ. დღეს რუკაზე დიდი ასოებით დაგვაწერეს ამ ქვეყანას, რომ ვართ “ჩმორები”,- თქვა ჯაფარიძემ.