LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯაფარიძე: „რა ხდება ნარკოტიკის ზედოზირებით გარდაცვალების ამბავზე? გადავედით შემდეგი ტრაგედიის მოლოდინის რეჟიმში? იქნება, გარდაუვლად იქნება“

156
ing

„რა ხდება ნარკოტიკის ზედოზირებით გარდაცვალების ამბავზე? 1 კვირა ვიხოკეთ ღაწვები, დავაბრალეთ ყველას და ყველაფერს, ვთქვით, რომ ნარკოტიკები ხიხიაა და მოვრჩით?“ – ამის შესახებ პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერი, ზურა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს და 27 იანვარს, კლუბ „ბასიანის“ ტერიტორიაზე 19 წლის გოგოს მოულოდნელად გარდაცვალების ფაქტს ეხმიანება.

„ცრუ ბრალდებების და გავრცელებული დეზინფორმაციის საპასუხოდ“ – კლუბი „ბასიანი“ 19 წლის გოგოს გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„გარდაცვლილი გოგოს ფოტოებიც აღარ გვხდება ფიდზე და თუ გვხვდება, ისეთი მტკივნეული აღარაა ხომ? შევეგუეთ?

გადავედით შემდეგი ტრაგედიის მოლოდინის რეჟიმში? იქნება, გარდაუვლად იქნება. ამ სამდღიანი მეხსიერების და ზედაპირულობის გამოა ყველაფერი, რაც გვჭირს“, – წერს ზურა ჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისათვის, 19 წლის გოგო 27 იანვარს მოულოდნელად გარდაიცვალა. როგორც კლუბ „ბასიანის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ახალგაზრდა ქალი კლუბის ტერიტორიაზე „დაუდგენელი მიზეზით“ ცუდად გახდა, რის შემდეგაც, მომენტალურად გაეწია პირველადი დახმარება შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე უსაფრთხოების გუნდის მხრიდან“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები