ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე, რომელმაც ჯგუფი „ვეძებ“ რამდენიმე წლის წინ დაარსა, უამრავ ადამიანს დაეხმარა.
ამჯერად თამუნა მუსერიძე აქვეყნებს ვიდეოს და ჰყვება ისტორიას, რომელიც ძნელია, ემოციების გარეშე მოისმინო.
„ბათუმიდან დამიკავშირდა დალი მამულაძე, რომელმაც მითხრა, რომ მის სასტუმროში სტუმრად არის ბიჭი, რომელიც თურქეთიდან ჩამოვიდა და დედას ეძებს.
ამ ბიჭის ისტორია არის ასეთი – დაიბადა საქართველოში, 1996 წელს. დედა ცოლად გაჰყვა წარმოშობით თურქს და საცხოვრებლად თურქეთში გადავიდა. რამდენიმე წლის მერე ცოლ-ქმარი ერთმანეთს დაშორდა. მამამ შვილი საქართველოში არ გამოატანა. შვილი ჰყვება, რომ მამამ შეუცვალა დაბადების მოწმობა. მეურვედ თავისი მეორე მეუღლე ჩაწერა. მისამართიც შეიცვალეს, რომ მამას არ ეპოვა.“ – ჰყვება თამუნა მუსერიძე.
ვიდეოს აღწერაში კი წერს: „მე დღეს ამოვწყდი და ახლა თქვენი ჯერია“.