LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს ბევრს ჰგონია, რომ ვერც ბავშვი და ვერც ზრდასრული ვერ იქნება ჯანმრთელი, თუ სუპს ყოველდღე არ მიირთმევს“ – რას ამბობს კვების სპეციალისტი სანდრო გოგოხია წვნიანის სარგებლობაზე

112
სანდრო გოგოხია

ფიტნეს ტრენერი, კვების სპეციალისტი სანდრო გოგოხია სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას აქვეყნებს და გავრცელებულ მოსაზრებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც წვნიანის ჭამა აუცილებლობას წარმოადგენს:

„დღეს ბევრს ჰგონია, რომ ვერც ბავშვი და ვერც ზრდასრული ვერ იქნება ჯანმრთელი, თუ სუპს ყოველდღე არ მიირთმევს, კვირაში სამჯერ მაინც. სინამდვილეში წვნიანი აუცილებელი საკვები არ არის. თუ დღის განმავლობაში იღებთ საკმარის ცილას, ბოსტნეულს, ხილს, მარცვლეულს და ასევე სითხეს, სუპის არმიღება ჯანმრთელობისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. სუპი უბრალოდ კერძია, არც სავალდებულო და არც შეუცვლელი. მისი უპირატესობა არის ის, რომ შეიძლება იყოს ბოსტნეულის და სითხის ერთად მიღების კარგი გზა. თუ გიყვართ მიირთვით, თუ არა, არ არსებობს მიზეზი რატომაც საკუთარი თავი ან ბავშვი უნდა აიძულოთ…“ – ამბობს გოგოხია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები