LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს ჩემი ძმა გიორგი 47 წლის გახდებოდა“ – თემურ წიკლაურის ქალიშვილი ოჯახურ ფოტოს გვიზიარებს

343
Untitled design

მომღერალ თემურ წიკლაურის ქალიშვილი ქეთევან წიკლაური ბავშვობისდროინდელ ოჯახურ ფოტოს გვიზიარებს.

„დღეს ჩემი ძმა, გიორგი, გახდებოდა 47 წლის“, – წერს ქეთევან წიკლაური.

ცნობისათვის, თემურ წიკლაურის ცხოვრებაში 1983 წელს ტრაგედია მოხდა. მომღერლის 6 წლის ვაჟი, გიორგი წიკლაური ხარებას გარდაიცვალა. მომღერალს მიაჩნდა, რომ ეს უფლისგან მოვლენილი განსაცდელი იყო, რომელიც მძიმედ, მაგრამ მაინც გადაიტანა:

„ხალხმა უზარმაზარი პატივი მცა და გიორგის დასაფლავების შემდეგ, დარბაზში სანთლებანთებული დამხვდა… ეს შემზარავიც იყო და დიდი პასუხისმგებლობაც“”” – ამბობდა მომღერალი.

გიორგის ფილტვების ანთება დაემართა, გაურთულდა და მისი გარდაცვალების მიზეზიც ეს იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g