კომპოზიტორ მაიკო კაჭკაჭიშვილის ტყუპები 18 წლის გახდნენ. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა და ბიჭების ფოტოებიც გამოაქვეყნა.
თუმცა, როგორც მომღერალი წერს, ამავდროულად, მას რთული რეალობა აქვს, რადგან მისთვის ძვირფასი ადამიანი გარდაიცვალა, მეორე კი სიკვდილს ებრძვის.
“დღეს ჩემი შვილების დაბადების დღეა ამავე დროს გარდამეცვალა ბიძაშვილი რატი და კიდევ ამავე დროს სიკვდილს ებრძვის ჩემი ბავშვობის მეგობარი ლევანი. აი ასეთი დამპალია და სასტიკია ცხოვრება. იმდენად გადამწვარი ვარ მეგობრებო რომ ადეკვატურ რეაქციებს ვეღარ ვავლენ…” – წერს მაია კაჭკაჭიშვილი.


