ბრაიან ადამსმა „ინსტაგრამზე” პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც ჩინელ ხალხს აკრიტიკებს. საქმე ისაა, რომ ამ კვირაში ადამსის კონცერტი ლონდონში უნდა გამართულიყო, თუმცა როგორც უამრავი კონცერტი, პანდემიის გამო, ისიც გადაიდო.
„დღეს ჩემი ტურნე უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ვიღაც, ღამურების მჭამელი ნაბიჭვრების გამო, მთელი სამყარო გაჩერებულია, უამრავი ადამიანი კი დაღუპული, დროა ჩინელები ვეგანები გახდნენ”,– აცხადებს ადამსი.
აღნიშნულ განცხადებას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რეაქციები არაერთგვაროვანია, ზოგიერთი მუსიკოსის სიტყვებს ეთანხმება, ზოგიც ამბობს, რომ აღნიშნული ინფორმაცია, ღამურების შესახებ დაუდასტურებელია და არტისტს რასიზმში ადანაშაულებს.
https://www.instagram.com/p/CADYjsonDVJ/?utm_source=ig_embed