LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: რას ფიქრობს „ექიმი ჰაუსი“ ვაქცინაციის შესახებ – ჰიუ ლორი „პოსტს“ ავრცელებს

534
page

ჰიუ ლორი, „ტვიტერზე“ პოსტს ავრცელებს და ანტივაქსერულ მოძრაობას ეხმაურება. ჯერ კიდევ გასულ წელს „ექიმი ჰაუსის“ შემსრულებელმა მსახიობმა მედიკოსებს და მეცნიერებს ვაქცინის შექმნისთვის მადლობა გადაუხადა.

„ჩემთვის ძალიან ამაღელვებელია გამოთქმა “იფიქრე შენით” იქამდე, ვიდრე არ გამახსენდება, რომ ვერასოდეს შევძლებდი იმ კონცეფციების 99%-ის მოფიქრებას, რომლებსაც ყოველდღიურად ვეყრდნობი, რათა გადავრჩე. უზომოდ მადლიერი ვარ იმ ადამიანების, ვინც ამაზე ჩემს მაგიერ იფიქრა“, – წერს ლორი სარკაზმით ანტივაქსერებზე.

ცნობისთვის, მსახიობი დიდი ხანია მეცნიერებისა და ვაქცინაციის მხარდამჭერია. გაგახსენებთ საკულტო სერიალიდან ერთ ეპიზოდს, სადაც ექიმი ჰაუსი ჩვეული სარკაზმით, საკმაოდ უხეშად ცდილობს პაციენტს ვაქცინაციის შესახებ თვალი აუხილოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები