ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი პოლიტიკოსები პარლამენტში მივიდნენ. ოპოზიცია დღეს პირველად დაიკავებს საპარლამენტო ტრიბუნებს.
პარლამენტში მისულმა დეპუტატებმა გაცხადებები გააკეთეს. დეპუტატი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ დღეს საქართველოს ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშალა.
„დღეს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ისტორიაში ახალი ფურცელი გადაიშლება იმ შეთანხმების იმპლემენტაციის დაწყებით, რომელიც მიღწეული იქნა შარლ მიშელის უშუალო ჩარევით და მონაწილეობით. ამ ქვეყანაში ჩვენ უნდა დავასრულოთ პოლიტიკური ნიშნით დევნა და პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული მართლმსაჯულება. უნდა აღვუდგინოთ ქართველ ხალხს იმის უფლება, რომ თავად აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება სამართლიანი არჩვნების გზით.
ეს შეთანხმება, რომელსაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ, და რომლის განსახორციელებლადაც მოვედით უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში, არის გზა საქართველოს ევროპული მომავლისკენ.
ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ შეთანხმების ყველა პუნქტი, ასევე მისი სულისკვეთება არ დაირღვევა ხელისუფლების მხრიდან და მინდა ასევე გამოვთქვა იმედი, რომ კონკრეტულად დღეს ჩვენ ვნახავთ უკვე ერთი პოლიტპატიმრის, გიორგი რურუას გათავისუფლებას და უახლოეს დღეებში დიდი იმედი გვაქვს, რომ ვნახავთ გათავისუფლებულ ნიკა მელიას, რაც შესაძლებლობას მისცემს სრულ ოპოზიციურ სპექტრს ხელი მოაწეროსამ შეთანხმებას და ჩვენ ერთად შევძლებთ ამ შეთანხმების იმპლიმენტაცის და განხორციელებას“. – განაცხადა სალომე სამადაშვილმა