დღეს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება. იქროლებს დასავლეთის ქარი 20-25 მ/წმ-ში.
გარემოს ეროვნული სააგენტოს გრძელვადიანი პროგნოზების სამმართველოს ხელმძღვანელის, სვეტლანა ნიორაძის ინფორმაციით, ხვალ არამდგრადი ამინდი იქნება, უმეტეს რაიონში მოთოვს.
დღეს, ღამით, თბილისში იწვიმებს, გარეუბნებში მოსალოდნელია თოვლ-ჭყაპი. ასეთივე არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება ხვალაც.
დასავლეთ საქართველოში ღამით 1, დღისით 6 გრადუსი იქნება,
აღმოსავლეთ საქართველოში – ღამით 3, დღისით 8 გრადუსი,
თბილისში – ღამით 3, დღისით 7.