LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს და ხვალ პარლამენტის ტერიტორიაზე ვიზიტორების, აკრედიტებული მედიისა და პარლამენტის წევრების დაშვებაზე შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს

129
საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის აპარატის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 9-10 მარტს პარლამენტის ტერიტორიაზე ვიზიტორების, აკრედიტებული მედიისა და პარლამენტის წევრების დაშვებაზე შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს.

ამავე განცხადების თანახმად, 7-8 მარტს საქართველოს პარლამენტის სასახლესთან შეკრებილი მოქალაქეების ნაწილის მხრიდან ძალადობრივი ქმედებების შედეგად ზიანი მიადგა პარლამენტის შენობასა და ინფრასტრუქტურას:

„ზარალის აღწერის, მიყენებული ზიანის აღდგენის, პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, პარლამენტის სასახლეში მიმდინარე წლის 9-10 მარტს „საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს ტერიტორიაზე დაშვების შეზღუდული რეჟიმი, რომელიც გავრცელდება ყველა ვიზიტორზე, აკრედიტებულ მედიასა და პარლამენტის წევრებზე.

შენობაში, საქართველოს პარლამენტის აპარატის მიერ, დაიშვებიან აპარატის მხოლოდ ის თანამშრომლები, რომლებმაც მონაწილეობა უნდა მიიღონ ზიანის აღწერასა და აღდგენაში.

ინფრასტრუქტურის დაზიანების გამო და შენობაში მყოფი პირების ჯანმრთელობისთვის მოსალოდნელი რისკების თავიდან აცილების მიზნით, მიმდინარე კვირას პლენარული სხდომები არ გაიმართება.“– აღნიშნულია პარლამენტის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 3-დღიანი სამოქალაქო პროტესტის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობამ ე.წ გავლენების აგენტების შესახებ კანონპროექტი გაიწვია.

mazda magti 5g