LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს დათიკოს ისრაელის კლინიკაში მე-10 ოპერაცია ჩაუტარდა…“

6898
დათი მთავარზე

შარტავას ქუჩაზე დაშავებული დათი ქოქრაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს თეა კუპატაძე, რომელიც ისრალეში ცხოვრობს. ის აღნიშნავს, რომ დათის რიგით მეათე ოპერაცია ჩაუტარდა:

„დღეს დათიკოს ტელეშომერ შიბას კლინიკაში მე-10 ოპერაცია ჩაუტარდა. ყველამ ვიცით რომ ძალიან დიდ ხარჯებთან გვაქვს საქმე. მოგმართავთ ყველას თხოვნით! განსაკუთრებით სხვადასხვა ქვეყანაში  ქართველ ემიგრანტებს. გავერთიანდეთ ისევ და ისევ დათიკოსათვის, მისთვის თითოეული ლარი, დოლარი, ევრო თუ შეკელი ძალიან მნიშვნელოვანია. მე მზად ვარ ყველას გემსახუროთ, ვინც ვერ ახერხებთ მოსვლას კლინიკაში. უფალმა დაგლოცოთ, სიკეთე გადამდებია“.

შეგახსენებთ, თუ დათი ქოქრაშვილის ფინანსური დახმარება გსურთ, შეგიძლიათ, თანხა ჩარიცხოთ ანგარიშზე:

TBC: #GE05TB7962745064300024

BOG: #GE90BG0000000101545483

მიმღები: ქრისტინე მამუკაშვილი, დედა

0901 000 903

(მაგთისა და ბილაინის აბონენტებისთვის)

ზარის საფასურია 1 ლარი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g