კულინარიის აკადემიის ლექტორი კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულინარიის აკადემია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„დღეს დავემშვიდობეთ რუსოს. ფასდაუდებელია მისი წვლილი კულინარიის აკადემიის განვითარებაში. მუდამ მისი მადლიერები ვიქნებით და მისი ხსოვნა ჩვენთან დარჩება“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.