LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს დედამიწის დღის 50-ე იუბილე აღინიშნება

282
f1130e241c0f9f5bbd8a8707db0724bc-XL

დედამიწა იუბილარია – დედამიწის დღე ყოველწლიურად მთელს მსოფლიოში 22 აპრილს აღინიშნება და დღეს მისი 50-ე წლისთავია.

ეს დღე  გლობალურ ინიციატივაა, რომელიც აერთიანებს მილიონობით ადამიანს მთელს მსოფლიოში გარემოს დაცვის მხარდასაჭერად და ჩვენი პლანეტის დასაცავად.

მიუხედავად იმისა, რომ მთელი ჩვენი ყურადღება მიმართულია COVID-19-სკენ, არ უნდა დაგვავიწყდეს გარემოს დაცვის და კლიმატის საკითხების მნიშვნელობა გრძელვადიან პერსპექტივაში და, მათ შორის, ეკნომიკური კრიზისის დაძლევისას.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა  და სსიპგარემოსდაცვითი და განათლების ცენტრთან“  თანამშრომლობით, იწყებს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართულ სოციალურ მედია ინიციატივას. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად თვალი ადევნეთ სოციალური მედიის ჩვენს არხებს.

ევროკავშირი მსოფლიო ლიდერია, როგორც კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში, ასვე პლანეტის დაცვის საქმეში. 2019 წლის დეკემბერში წარდგენილი ახალი „მწვანე შეტანხმების“ ინციატივის ფარგლებში, ევროკავშირი აპირებს, რომ გადადგას შემდეგი ნაბიჯი და 2050 წლისთვის გახდეს პირველი კლიმატნეიტრალური კონტინენტი,  სადაც:

  • 2050 წლისთვის აღარ იქნება სათბურის აირის ნეტო ემისია

  • ეკონომიკური ზრდა არ იქნება დამოკიდებული რესურსების მოხმარებაზე

  • არცერთი ქვეყნა და არცერთი ადამიანი არ იქნება დატოვებული ამ ინიციატივის მიღმა.

ევროკავშირი მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან ბიომრავალფერონვმების, ნარჩენების მართვის და წყლის რესურსების მართვის გასაუმჯობესებლად. ეს საქმე, რომელსაც ერთად ვაკეთებთ, ხელს უწყობს არამხოლოდ საქრთველოს მოქალაქეების ცხოვრების ხარისხის და ჯანმრთელობის გაუმჯობესებას, არამედ ჩვენი პლანეტის დაცვას და მისი ძირეული ბალანსის შენარჩუნებას.

„მიუხედავად იმისა, რომ მთელი ჩვენი ყურადღება მიმართულია Covid-19-ით გამოწვეული კრიზისისკენ, შედეგებისგან თავის დაღწევის და კირიზისდან გამოსვლის სტრატეგიების შემუშავებისას მხედველობაში უნდა ვიქონიოთ გარემოს დაცვა. ევროკავშირში, კრიზისიდან გამოსვლის და შემდგომი მდგრადი განვითარების ძირითადი გეგმა ეფუძნება „მწვანე შეთანხმებას“. საქართველოში, ჩვენს მიერ განხორციელებული მრავალი პროექტი სწორედ ამ სულისკვეთებას ასახავს. და როგორც არსებული კრიზისის შემთხვევაში, რეალური გამოსავლის მოძებნასაც ერთობლივი ძალებით შევძლებთ“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.

„2020 წელს, დედამიწის დღის თემა კლიმატის ცვლილებაა. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს დედამიწის, როგორც ჩვენი საერთო სახლის მნიშვნელობას, რომლის დასაცავად თითოეულ ჩვენგანს დიდი წვლილის შეტანა შეგვიძლია. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევს საქართველოს განახორციელოს ქმედითი ნაბიჯები კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების კუთხით. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რაც დაეხმარება ქვეყანას კლიმატგონივრული პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში. ვმუშაობთ დედამიწის დღესთან დაკავშირებით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, სამინისტრო ახორციელებს ბევრ საინტერესო ონლაინ აქტივობას, რომელში მონაწილეობაც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია”, – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

დღეს, აგრეთვე, შესრულდა 1 წელი, რაც საქართველო შეუერთდა ევროკავშირის 3 ინიციატივას გარემოს დაცვის და კლიმატის ცვლილების დარგში:

  • პროექტი EU4Environment-ის მიზანია ბუნებრივი კაპიტალის შენარჩუნება და მოსახლეობის ეკოლოგიური კეთილდღეობის გაუმჯობესება. დამატებითი ინფორმაციისთვის:  https://eeas.europa.eu/delegations/georgia/61374/node/61374_ka

  • პროექტი EU4Climate ხელს უწყობს ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას, ევროკავშირთან დადებული ორმხრივი შეთანხმებებისა და ენერგეტიკული თანამეგობრობის ხელშეკრულების შესაბამისად. ასევე, საჯარო მოხელეების კლიმატთან დაკავშირებული დაგეგმარების უნარების სრულყოფას და მოსახლეობისთვის კლიმატური კრიზისის შესახებ კომუნიკაციას. მეტი ინფორმაციისთვის: https://www.ge.undp.org/content/georgia/ka/home/projects/eu4climate.html

  • პროექტი “ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების გარემოსდაცვითი დებულებების განხორციელების ხელშეწყობა”. მეტი ინფორმაციისთვის: https://eeas.europa.eu/delegations/georgia/61248/node/61248_ka

გასული წლის მანძილზე ამ პროექტების საქმიანობა მიმართული იყო ბუნებრივი ტყე-პარკების განვითარებაზე, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებაზე, მწვანე განვითარების ხელშეწყობაზე და ეკოლოგიური რისკების და მათი გავლებენის მართვის მექანიზმების გაუმჯობესებაზე. პროექტების საქმიანობა საქართველოში კიდევ რამოდენიმე წელი გაგრძელდება.

დამატებითი ინფორმაცია

ფაქტები და მონაცემები

  • კლიმატის ცვლილებას მრავალმხრივი გავლენა აქვს ინფექციური დაავადებების წარმოქმნაში;

  • კლიმატის ცვლილების შედეგად მცირდება ბიომრავალფეროვნება, რომელიც იცავს ეკოსისტემებს ინფექციური დაავადებებისგან. თუ შევაჩერებთ კლიმატის ცვლილებას და ბიომრავალფეროვნების შემცირებას, დავეხმარებით არამხოლოდ ბუნებას, არამედ საკუთარ ჯანმრთელობასაც;

  • 2019-მა წელმა დაასრულა განსაკუთრებულად ცხელი ტემპერატურის ათწლეული, რომელმაც გამოიწვია ყინულების დნობა და ზღვის დონის მომატება სათბურის ეფექტის შედეგად;

  • ტრანსპორტის, საკვების და ენერგიის მოხმარების სწორი არჩევანის გაკეთების გზით ჩვენ ჩეგვიძლია შევამციროთ დაბინძურება და გავიუმჯობესოთ ჯანმრთელობა;

  • თუ გლობალური დათბობის შედეგად ტემპერატურამ 1.5°C-ით მოიმატა მოსალოდნელია გვალვების, შტორმების და სხვა ბუნებრივი კატაკლიზმების გახშირება;

  • იმისთვის, რომ გლობალურმა დათბობამ არ გადააჭარბოს 1.5°C-ს 2030 წლამდე ყოველწლიურად ატმოსფერული დაბინძურება უნდა შემცირდეს 7,6%-ით;

  • მსოფლიოს სხავდასხვა ქვეყნები შეუერთდნენ კონვენციას, რომლის თანახმადაც 2030 წლამდე გლობალური საშუალო ტემპერატურის ზრდა 2°C-ით უნდა შეიზღუდოს და შემცირდეს სათბურის აირების ოდენობა. ამ დოკუმენტს ეწოდება „პარიზის შეთანხმება“;

დედამიწის დღე ყოველწლიურად მთელს მსოფლიოში 22 აპრილს აღინიშნება.

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღედ 2009 წელს მიღებული რეზოლუციით გამოაცხადა და ამ გზით შეუერთდა სამოქალაქო საზოგადოების იმ ჯგუფებს, რომლებიც ამ თარიღს ადრეც აღნიშნავდნენ.  ამ დღის აღნიშვნა სათავეს 1970 წლიდან იღებს, როდესაც აშშ-ში საზოგადოებამ დაიწყო არაეფექტიანი სატრანსპორტო საშუალებებითა და უპასუხისმგებლო მრეწველობით გამოწვეული ჰაერის დაბინძურების გაპროტესტება. იმ დროს გარემოს დაცვა პოლიტიკურ დღის წესრიგის პრიორიტეტს არ წარმოადგენდა.

ორი წლის შემდეგ, ადამიანის საარსებო გარემოს შესახებ გაეროს კონფერენციამ, რომელიც 1972 წელს სტოკჰოლმში ჩატარდა, სათავე დაუდო ადამიანებს, სხვა ცოცხალ სახეობებსა და ჩვენს პლანეტას შორის არსებული ურთიერთ დამოკიდებულების საყოველთაოდ აღიარებასა და გაცნობიერებას. ამავე კონფერენციაზე 5 ივნისი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა და შეიქმნა გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა.

მას შემდეგ, განსაკუთრებით გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში, საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების დონე ამაღლდა და ამ მოძრაობამ გლობალური ხასიათი მიიღო, მას 140-ზე მეტი სახელმწიფო სხვადასხვ გარემოსდაცვითი პლატფორმების საშუალებით მიუერთდა.

1992 წელს, რიო დე ჟანეიროს მსოფლიო სამიტზე, 178-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერმა დაამტკიცა დღის წესრიგი 21, რიოს დეკლარაცია გარემოსა და განვითარებაზე და ტყეების მდგრადი მართვის პრინციპები. ეს იყო პირველი კონფერენცია, რომელზეც მდგრადი განვითარება განხილვის მთავარ საგანს წარმოადგენდა.

მას შემდეგ გარემოს დაცვისკენ მიმართული ძალისხმევა მნიშვნელოვნად გაფართოვდა და გაძლიერდა: 2002 წლის მსოფლიო სამიტი იოჰანესბურგში; 2008 წლის დედამიწის საერთაშორისო წლად გამოცხადება; დედამიწის დღის შესახებ გაეროს ოფიციალური დეკლარაცია, რითიც ის დედამიწის აღნიშვნის სხვა პლატფორმებს მიუერთდა;  რიო+20, რომელიც საფუძვლად დაედო მდგრადი განვითარების განხორციელების პრაქტიკული ღონისძიებების ამსახველ პოლიტიკურ დოკუმენტს, 2019 წლის კლიმატის სამოქმედო სამიტი და COP25-გაეროს კონფერენცია კლიმატის შესახებ, რომლებიც პარიზის შეთანხმების მიზნების მიღწევას ემსახურებოდა.

ინფორმაციას ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:

თამარ მიქაძე

პრესის და ინფორმაციის სამსახური

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში

[email protected]

ნანა ჩინჩილაკაშვილი

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

[email protected]

იმისათვის, რომ შეუერთდეთ კამპანიას იხილეთ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის Facebook –ის ოფიციალური გვერდი: https://www.facebook.com/europeanunioningeorgia/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g