LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს, დღის წესრიგში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხებია – საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება და მოადგილესთან დაკავშირებული შეკითხვები: ხათუნა სამნიძე

46
ხათუნა სამნიძე

„საარჩევნო კოდექსთან” დაკავშირებით დღეს, დღის წესრიგში, ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები არის: ადმინისტრაციის დაკომპლექტება და მოადგილესთან დაკავშირებული შეკითხვები,” – ამის შესახებ დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დღეს არის საბოლოო შეხვედრა, იქამდე, სანამ დოკუმენტის საბოლოო, შეთანხმებული ვერსია ვენეციის კომისიაში არ გაიგზავნება. ერთმანეთთან პოზიციების შესაჯერებლად კი, ხელმომწერ ოპოზიციურ პარტიებს კიდევ ერთი კონსულტაცია აქვთ.

“არის რამდენიმე საკითხი, რომელიც ბოლო შეხვედრაზე გაჟღერდა, გვინდა ეს კიდევ ერთხელ გავიაროთ და “ქართულ ოცნებას” შევთავაზოთ. დღეს დღის წესრიგში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები არის ადმინისტრაციის დაკომპლექტება და მოადგილესთან დაკავშირებული შეკითხვები, რომელიც არის საზოგადოებაში.

“მოადგილესთან დაკავშირებით მკაფიო ჩანაწერია, რომ მოადგილე უნდა იყოს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელი, ამიტომ აქ საკამათო არაფერია. შევთანხმდით, რომ აუცილებლად იქნება ასე. შემოთავაზებულია ვერსია, რომ იყოს კიდევ ერთი პროფესიული ნიშნით შერჩეული მოადგილე, ცესკოს წევრი, რომელსაც აქვს ისეთივე მაღალი ლეგიტიმაცია, როგორიც ცესკოს თავმჯდომარეს აქვს,” – განაცხადა ხათუნა სამნიძემ და დასძინა, რომ ის რაიმე ტიპის უთანხმოების მიზეზს ვერ ხედავს.

“იმედი მაქვს, რომ დღეს საბოლოოდ შევთანხმდებით. რაც შეეხება დაკომპლექტებას, აქ არის სპეციალური წესი, რომელიც ამ არჩევნების შემდეგ გავრცელდება და ზოგადი წესი, რომელიც დაკავშირებული იქნება იმასთან, რომ ადმინისტრაციაში იმ პარტიებს ეყოლებათ წარმომადგენელი, რომლებმაც ბარიერი გადალახეს,” – აღნიშნა დეპუტატმა.

რაც შეეხება „ევროპელი სოციალისტებისთვის” ცესკოში წევრის დამატების საკითხს, როგორც ხათუნა სამნიძემ განაცხადა, ეს ჩანაწერი არასამართლიანია და ამის ნორმად ქცევას ის სწორად არ მიიჩნევს.

“თუმცა, ბოლო შეხვედრაზე„ოცნებამ” შემოგვთავაზა , რომ ეს იყოს გარდამავალ დებულებაში და გავრცელდეს მხოლოდ ერთჯერადად, რაც ნიშნავს, რომ ეს მხოლოდ ერთ სუბიექტზე იქნება მორგებული. წევრების ოდენობის გაზრდა ვერ მოხდება, რადგან წევრთა ოდენობა – 17, შარლ მიშელი დოკუმენტითაა ფიქსირებული.

“ევროპელი სოციალისტების” ცესკო-ში წევრი, გულისხმობს იმას, რომ “პატრიოტთა ალიანსს” წევრი აღარ ეყოლება. მე ვარ ამ ჩანაწერის კატეგორიული წინააღმდეგი და მხარს არ დავუჭერ “- განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

ოპოზიცია და უმრავლესობა საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით დღეს შეხვედრას გამართავს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g